აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი ძირითადად შეეხო არჩევნებს და მასზე დაკვირვების პროცესს გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების პირობებში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ NDI-ის, IRI-ის და IFES-ის წარმომადგენლები.

ასევე, ეზრა ზეია დღეს უნდა შეხვდეს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

მსგავსი თემები