რუსეთი ცდილობდა მოეკლა გერმანული საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინას იარაღით ამარაგებს – CNN

,,რუსეთი ცდილობდა მოეკლა გერმანული საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინას იარაღით ამარაგებს”, – ამის შესახებ სტატიას გამოცემა CNN აქვეყნებს და წერს, რომ რუსეთის გეგმა შეერთებული შტატებისა და გერმანიის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს.

როგორც ტელეკომპანია ხუთ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, მოსკოვი გერმანული საწარმოს, Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობას გეგმავდა. კრემლი დასავლური თავდაცვის საწარმოების ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმას ამუშავდებდა, პაპეგერის მკვლელობის მცდელობა კი პირველ ეტაპზე გამოვლინდა.

სტატიაში არაა ნახსენები, როგორ და რა მეთოდებით გეგმავდა კრემლი პაპერგერის მკვლელობას და არც ისაა ნათქვამი, ვინ შეიძლება ყოფილიყო ამასთან კავშირში.

CNN წერს, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურის მიერ ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, ამის შესახებ მათ გერმანელ კოლეგებს აცნობეს, რომლებმაც, თავის მხრივ, საწარმოს ხელმძღვანელის დაცვა და მკვლელობის თავიდან აცილება შეძლეს.

მსგავსი თემები