მთავრობა თბილისის სასულიერო აკადემიას 200 000 ლარს გამოუყოფს

მთავრობის 9 ივლისის განკარგულებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ფინანსური დახმარების სახით 200 000 ლარი გამოეყოფა. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

განკარგულებაში აღმიშნულია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანხა ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან” უნდა გამოყოს.

მსგავსი თემები