“იპოდრომის ტერიტორიაზე 77 სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება- აქციის მონაწილე

მოქალქეები,რომლებმაც თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს, ამბობენ რომ იპოდრომის ტერიტორიაზე 77 სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. მათი თქმით, ქალაქში ერთადერთ ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს და ეს ტერიტორია გაამზადეს სამშენებლოდ.

„როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დიდი კომპლექსი, ერთ-ერთი მათგანი იქნება, დაახლოებით 77-სართულიანი. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანია, საკრებულოს მოვთხოვოთ თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ერთადერთ ტყეს, რომელიც შემორჩენილია ქალაქში და სამშენებლოდ გაამზადონ” – განაცხადა აქციის  ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეები სამართებლივ დავასაც არ გამორიცხავენ.

 

თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

მსგავსი თემები