პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება

პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იხსნება. სხდომა წესით 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ამ წუთებში სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. თავდაპირველად რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, მეორედ  73-მა, კვორუმი 76-ია.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ლელო” ბოიკოტის რეჟიმში არიან.

მსგავსი თემები