„ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ სეპარატისტული ძალების მხარდაჭერისგან“ – ჩინეთის ელჩი

„ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის ქვეყნებს, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტების პრინციპები და სულისკვეთება, პრაქტიკული ქმედებებით აჩვენონ „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი თავიანთი ერთგულება, თავი შეიკავონ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერისგან, რეალურად დაიცვან ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურე ე.წ, ინაუგურაციაში მონაწილეობა, რაც სახიფათოა და ყველამ თავი უნდა შეიკავოს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერისგან.

„ვაფრთხილებთ დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის ხელმძღვანელობას, რომ გარე ძალებთან გარიგებით „დამოუკიდებლობის“ პროვოკაციების ყველა მცდელობა კრახით დამთავრდება. ქვეყნისა და ერის ინტერესების მოღალატეებს პასუხი ისტორიის წინაშე მოეკითხებათ. ლაი ცინგდეს ე.წ. „ინაუგურაციის ცერემონიის“ გარდა, შეერთებული შტატები არაფრად აგდებს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსენსუსს.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ სემინარზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ – მარკ ლამბერტმა უხეშად განაცხადა, რომ გაეროს 2758-ე რეზოლუცია „არ ადასტურებს, არ უტოლდება და არ ასახავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპზე საერთაშორისო კონსენსუსს; [რეზოლუციას] არ აქვს არანაირი გავლენა ქვეყნების სუვერენულ არჩევანზე, რომ ჰქონდეთ ტაივანთან ურთიერთობა, [იგი] არ გამორიცხავს ტაივანის არსებით მონაწილეობას გაეროს სისტემასა და სხვა მრავალმხრივ ფორუმებში, არ წარმოადგენს გაეროს ინსტიტუციურ პოზიციას ტაივანის საბოლოო პოლიტიკურ სტატუსზე “. ეს განცხადება თავიდან ბოლომდე ამახინჯებს ფაქტებს და თეთრს შავად ასაღებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუცია სრულად ასახავს და ადასტურებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი გარკვევით ნიშნავს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი მისი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია“ – აღნიშნა ელჩმა.

მისივე შეფასებით, ტაივათან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტები ძალიან საშიშია და ის შესაძლოა საქართველოსაც შეეხოს.

„ტაივანი არასდროს ყოფილა სახელმწიფო და არც იქნება“ – ჩინეთის ელჩი

 

მსგავსი თემები