სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერი დაატოვებინეს

პარლამენტის შენობის უკან ამ წუთებში საპოლიციო ძალების მობილიზებაა. სამართალდამცავებმა რუსული კანონის გასაპროტესტებლად მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია და სკვერი დაატოვებინეს.

,,იმენად უცებ მოხდა ჩვენი გამოყვანა, რამდენიმე ქალბატონს ხელითაც შეეხნენ, არ ვიცი უკვე, გუშინ დილიათაც, აღარ აქვთ ამათთვის მნიშვნელობა ქალია, კაცია, ბავშვია, ფიზიკურად უსწორდებიან ყველას უკლებლივ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი თემები