,,შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება” – გაფიცვას ,,კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებიც უერთდებიან

საერთო სტუდენტურ გაფიცვას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. ახალგაზრდებმა სპეციალური განცხადება დღეს სასწავლებელთან გააკეთეს და პარლამენტს მოუწოდეს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და გაიწვიოს რუსული კანონი:

,,საქართველოს მოსახლეობამ მტკიცედ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. კავკასიის უნივერსიტეტის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. შესაბამისად, ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ მოძრაობას და ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას იქამდე, ვიდრე ქვეყანას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა. მიგვაჩნია, რომ ახლა ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მიმდინარე პროცესებში ჩართულობით უნდა დავიცვათ, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს – ევროპას…

შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება”, – განაცხადეს სტუდენტებმა.

მსგავსი თემები