მმართველი გუნდის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია

“ქართული ოცნების” ოფისთან და ევროპის მოედნის მიმდებარედ, სადაც ამ წუთებში  მარშის მონაწილეები იკრიბებიან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. აქ აქცია უკვე დაიწყო. ორგანიზატორები სიტყვთ მიმართავენ მოქალაქეებს. მათი თქმით, ისინი ხავლ 10:00 საათიდან კვლავ შეიკრიბებიან.

შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.

 

აქციის მონაწილეთა ნაწილი ევროპის მოედანზე მივიდა

მსგავსი თემები