„სახის ძვლები ხორცდება, მაგრამ ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან“- ხაბეიშვილი

“„რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით ხელისუფლებას დაკარგული აქვს მხარდაჭერა და ისინი ძალდობაზე გადავიდნენ.

„კანონი, რომელიც ქართველი ხალხისთვის არ არის და ქართველ ხალხს არ სჭირდება, უნდა გაიწვიონ! ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ ძალადობაზე არიან გადასულები. რა მოსატანია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება, როდესაც ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან, სახლში აწიოკებენ, პენსიონერ დედ-მამას, მცირეწლოვან ბავშვებს, მეუღლეებს. ხალხს სახლთან ხვდებიან ჩასაფრებით და სცემენ, აგონიაში არიან, რადგან ხელისუფლებას კარგავენ და აუცილებლად დაკარგავენ, რადგან ხალხთან არიან დაპირისპირებაში“- თქვა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები