„ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას“- პედაგოგების სოლიდარობა აფხაზვას

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდა მასწავლებებლები ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებენ. მათთვის სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების გამო ძალადობა კატეგიორიულად მიუღებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგებმა განცხადება გაავრცელეს.  განცხადებას 600-მდე მასწავლებელი აწერს ხელს. ხელმომწერი მასწავლებლები, ასევე აღნიშნავენ, რომ “ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, “ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული”.

„მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ.

კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება”, – წერია განცხადებაში.

აფხაზავას ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, 5 მაისის საღამოს დაესხნენ თავს. მას თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. აფხაზავა ამბობს, რომ სამივე თავდამსხმელს იცნობს, მათგან ერთი მისივე კორპუსში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზავაზე თავდასხმის შემდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები