„გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და „ენჯეოებისა“, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპროტესტო აქციები, რომელიც საქართველოში იმართება  მართულია. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, მას ორგანიზებას „ენჯეოები“ და პარტიები უწევენ.

„გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და „ენჯეოებისა“, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ, როგორც წესი, ზუსტად ენჯეო ლიდერები არიან, რომლებიც ამ აქციას აძლევენ ძალადობრივ ხასიათს. ჩვენ ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ხდებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, სწორედ „ენჯეოს“ ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილ ხალხს, ან პიკეტირება მოეხდინათ პარლამენტის, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ან გადაადგილებულიყვნენ სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გარკვეულ ექსცესებს“ – აცხადებს პაპუაშვილი.

მისი შეფასებით, სწორედ „ენჯეოების“ ლიდერების მოწოდებების საფუძველზე ხდებოდა ძალადობა.

„ამ კონტექსტშიც დასაფიქრებელია საელჩოების და დონორების დამოკიდებულება და განცხადებები. როდესაც, მათი „ენჯეოები“ სწორედაც რომ უწევენ ინსპირირებას ძალადობას და ამ დროს ხელს აფარებენ დონორები და საელჩოები ამ „ენჯეოებს“ და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასონ ძალადობრივი ხასიათი ამ აქციებისა, ფაქტობრივად, თეთრზე შავს ამბობენ და ცდილობენ, ყალბი ნარატივი დაამკვიდრონ, თითქოს ძალადობას არ ჰქონდა ადგილი“- განმარტავს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები