“დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება”- მეუფე გრიგოლი

“გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას”- აღნიშნულია მეუფე გრიგოლის მიმართვაში.  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს სახეზეა მოვლენის დრამატული განვითარება.

“დღეს, ერთი წლისთავზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ საზოგადოების მხრიდან უმწვავეს პროტესტს, რაც ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას მოჰყვა; გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას. და მაინც, ეს მოხდა და დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება” – ამბობს მეუფე.

მიტროპოლიტი თხოვნით მიმართავს აქციის მონაწილეებს, შეინარჩნონ მშვიდობიანი სულისკვეთება. მისივე თქმით, უაღრესად მტკივნეულია, როცა ყველა მოღალატეს ეძახის საპირისპირო პოზიციის ადამიანს.

მსგავსი თემები