იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც მეორე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს.

,,კომიტეტის თავმჯდომარე უხეშად არღვევს რეგლამენტს და არ აძლევს სიტყვის საშუალებას კოლეგებს. გვქონდა უამრავი შეკითხვა და შენიშვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კანონი არის რუსული, მაგრამ მათ არ სურთ შენიშვნების მოსმენა. მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე ყველა დეპუტატი გააძევონ, დაასრულონ სხდომა და შემდგომ კონტრაქციაზე გავიდნენ,” – აცხადებს ბეჟაშვილი მედიასთან.

მსგავსი თემები