სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიას დაესხნენ თავს

სტამბოლში შეიარაღებული პირები კათოლიკურ ეკლესიას დაესხნენ თავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი თურქეთის დედაქალაქის ევროპულ ნაწილში, წმინდა მარიამის ეკლესიაში, საკვირაო მესის დროს მოხდა. შენობასთან ორი ნიღბიანი ადამიანი მივიდა და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ეკლესიაში მყოფი ადამიანი დაიღუპა.

თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს, მათი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები