გასულ წელს, საქართველომ 81,6 მლნ აშშ დოლარის ბრაზილიური ხორცი იყიდა

2023 წელს საქართველოში 81,615 მლნ აშშ დოლარის ბრაზილიური ხორცი და მისი სუბპროდუქტები შემოვიდა – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.

ბრაზილიიდან საქართველოში 2022 წელს 57,540 მლნ აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, 2021 წელს კი 36,723 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2020 წელს 33,882 მლნ აშშ დოლარის და ა.შ. 2023 წელს ხორცის და სუბპროდუქტების იმპორტიორი ხუთეული შემდეგია: 1. ბრაზილია – 81,615 მლნ აშშ დოლარი 2. ჩინეთი – 18,446 მლნ აშშ დოლარი 3. თურქეთი – 17,835 მლნ აშშ დოლარი 4. უკრაინა – 12,744 მლნ აშშ დოლარი 5. ნიდერლანდები – 11,873 მლნ აშშ დოლარი

მსგავსი თემები