ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე – სალომე ზურაბიშვილი

დღეს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა კამპანიაზე “ჩემი ხმა ევროპას”, რომლის ფარგლებში პეტიციისთვის ხელმოწერები გროვდება.

,,რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები და საზოგადოების გამოხატული მოთხოვნა, მით უფრო, პარტიები აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია რეალურად და არა პირიქით, რასაც სამწუხაროდ წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია. მე ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარმაზარი, ეროვნული თანხმობის მიმართ, არის რაღაც გულგრილობა, მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანი არის მხოლოდ ერთი ეს ევროპული გზა საქართველოსი. კიდევ უარესი, ბავშვებისთვის, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის და არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ, თუ წაიკითხეთ განცხადება, ამაზე მარტივი და არაპოლიტიკური, იმ გაგებით, რომ არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის ვითომ რაღაც პოლიტიკური ღონისძიება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები