ბათუმში, ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა – “ბათუმელები”

“ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. გამოცემას ბავშვის დედა ეუბნება, რომ 6 წლის ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი.

შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა.

,,შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით”, – ყვება ქალი “ბათუმელებთან”.

“ბათუმელებთან” ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელი, ლევან ლაზარიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

მსგავსი თემები