პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს თავს დაესხნენ

პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს თავს დაესხნენ. პრეზიდენტის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც მისი დაცვის ერთი წევრი მოკლეს.

სად მოხდა თავდასხმა, ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც, დაშავდა თუ არა თავდასხმის შედეგად თავად პალესტინის პრეზიდენტი.

თურქული გამოცემა Yeni Safak-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფებამ – “აბუ ჯანდელის შვილები” აიღო.

მსგავსი თემები