კადიროვი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც თავისი შვილი კურიერს სცემს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია როგორ სცემს მისი 15 წლის შვილი ადამი ყურანის დაწვის გამო კურიერს, ნიკიტა ჟურაველს.

,,არ მიყვარს უთქმელობა. ყოველთვის სჯობს დასვა საბოლოო წერტილი – მართალი და ღირსეული. ქსელში ჯერ კიდევ დავობენ ადამ კადიროვის მიერ წმინდა ყურანის დამწველის, ნიკიტა ჟურაველის, უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველის ცემაზე. მოხდა ეს თუ არა? სცემა და სწორადაც მოიქცა. ნებისმიერი წმინდა წერილის ხელყოფა, მით უფრო მისი დემონსტრაციულად დაწვა, ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს შეურაცხყოფს და ამას მკაცრი სასჯელი უნდა მოჰყვეს”, – წერს კადიროვი Telegram-ზე.

კადიროვის თქმით, ამაყობს შვილის საქციელით.

“გადამეტების გარეშე, დიახ, მე ვამაყობ ადამის საქციელით. მას ყოველთვის გამოარჩევდა გაზრდის სურვილი არა მხოლოდ თანატოლებში, არამედ შედარებით უფროსებშიც, რისი წყალობითაც მას ჩამოუყალიბდა პატივის, ღირსებისა და რელიგიის დაცვის ზრდასრული იდეალები. პატივს ვცემ მის არჩევანს”, – წერს კადიროვი.

2023 წლის მაისში ნიკიტა ჟურაველმა, ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ვიდეო გადაიღო.

მსგავსი თემები