ევროკომისია TikTok-სა და Meta-ს აფრთხილებს, უფრო მეტად დაიცვან სლოვაკეთის არჩევნები საგარეო ჩარევებისგან

ევროკომისია სოციალური მედიის გიგანტებს  TikTok-სა და Meta-ს აფრთხილებს, უფრო მეტად დაიცვან სლოვაკეთის არჩევნები საგარეო ჩარევებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ ჯარიმები დაეკისრებათ.

”პოლიტიკოს” ცნობით, ბრატისლავაში გამართული შეხვედრების დროს, ევროკომისიამ და სლოვაკეთის მთავრობამ კომპანიებს უთხრეს, რომ 30 სექტემბრის კენჭისყრის წინ, სიძულვილის ენის, დეზინფორმაციისა და პრორუსული პროპაგანდის აღმოსაფხვრელად დამატებითი რესურსები გამოეყენებინათ.

ევროპული და სლოვაკური მარეგულირებლები მიიცნევენ, რომ დეზინფორმაცია და პროკრემლის იდეოლოგია ვრცელდება სოციალური მედიის ადგილობრივ მომხმარებლებში. სამიზნე აუდიტორიას, მათ შორის, წარმოადგენენ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მხარდამჭერები.

მედიის ცნობით, სლოვაკეთში გამართულ შეხვედრებში TikTok-ის, Meta-სა და კომპანია Alphabet-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სოციალური მედიის კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ითანამშომლონ სლოვაკეთში მოქმედი ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაციებთან.

მსგავსი თემები