ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დაახლოებით 14 -15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა, ამწე კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაახლოებით 14 -15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა, ამწე კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და ბუნებრივ არეალში დააბრუნეს.

,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები