ხარაგაულში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული 77 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პირუტყვს ეძებდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა.

მეწყრული პროცესები სარკინიგზო მაგისტრალთან ორი დღის წინ განვითარდა. ადგილზე  მეწყრული პროცესები ისევ ვითარდება, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, 3 ივლისს რეისების ნაწილი გაუქმდა.

მსგავსი თემები