ნოტინგემში მანქანა ხალხში შევარდა – სამი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა სამშაბათს ინგლისის ცენტრალურ ქალაქ ნოტინგემში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მათ შორის ორი სტუდენტი.

პოლიციის განცხადებით,  მკვლელობაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი დააკავეს.

,,ჩვენ შოკირებული და განადგურებული ვართ ამ ამბით და ჩვენი ფიქრები დაზარალებულებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა,”- აცხადებენ ნოტინჰემის უნივერსიტეტში.

შემთხვევა ქალაქის ცენტრში 13 ივნისს, სამუშაო საათებში მოხდა.

მსგავსი თემები