პრობლემები ორი ძირითადი მიმართულებითაა – ზურაბ ჯაფარიძე

,,ჩვენ გვქონდა შეხვედრები სადაც ღია ტექსტით გვითხრეს, რომ მათ გაარკვიეს სად არის საქართველო და საქართველო არ არის უკრაინის მხარეს”- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძემ ბრიუსელსა და სტრასბურგში სამი ოპოზიციური პარტიის დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ვიზიტზე და იმ ორ ძირითად პრობლემაზე ისაუბრა, რასაც ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოსთან დაკავშირებით ხედავენ.

„პრობლემები სადაც არის, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება. ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, ამ ღირებულებით ნაწილში იგულისხმება ის, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილს, პოლიტპატიმრების არყოლას ქვეყანაში, ასევე თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს არსებობას ქვეყანაში. ასევე, გაჩაღებული ანტიდასავლური პროპაგანდა „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების მხრიდან. ამაზე საუბარი იყო პრაქტიკულად, ყველა შეხვედრაზე. პრობლემის მეორე ნაწილი კი ეხება საქართველოს პოზიციონირებას უკრაინის ომთან მიმართებით. ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის საქართველო ამ ომის დროს, ვის მხარეს არის. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, სადაც ასევე ღია ტექსტით გვითხრეს, რომ მათ გაარკვიეს, სად არის საქართველო და საქართველო უკრაინის მხარეს არ არის“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები