აეროპორტის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ ტაქსს ამუშავებდნენ,  ვისაც „ქურდების ობშიაკში“ თანხა შეჰქონდა

ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ყოფილი დეპუტატის შვილია. ორგანიზებული ჯგუფი აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსის მუშაობას აკონტროლებდა და მხოლოდ მათ ამუშავებდა, ვინც „ობშიაკში“ თანხას იხდიდა.  

,,ქურდული სამყაროს“ წევრები – გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხას იხდიდნენ. “ქურდული სამყაროს” აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა“ – ვკითხულობთ ბრალდების ნაწილში.

სულ, სპეცოპერაციის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულის 9 წევრი დააკავეს. მათ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავებიან.

მსგავსი თემები