ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არის 15 ბავშვი. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

როგორც „როიტერის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა სკოლის შენობაზე,რომელსაც იძულებით გადაადგილებული პალესტინელები აფარებდნენ თავს, ხოლო ისრაელელი სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იქ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი იყო.

მსგავსი თემები