რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა

დრონების განადგურების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ტერიტორიაზე – 7, ბელგოროდის ოლქში – 3, როსტოვში – 2, ბრიანსკში – 1 და ლიპეცკის ოლქში – 1 დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად შენობები დაზიანდა.

მსგავსი თემები