„ბაიდენი უზენაესი სასამართლოს რეფორმის გეგმას ორშაბათს წარადგენს“- Politico

„ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ გეგმას ორშაბათს წარადგენს“, – ინფორმაციას Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადების შეზღუდვასა და აღსასრულებლად სავალდებულო ეთიკის კოდექსს დაუჭერს.

ასევე, მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტებისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვის მიზნით საკონსტიტუციო შესწორებას მოითხოვს. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებას ტეხასში, ლინდონ ჯონსონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთებს.

მსგავსი თემები