„ვამაყობ“ – პრეზიდენტი პარიზიდან

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი შვილთან ერთად დაესწრო. საზეიმო ცერემონიის შემდეგ, პრეზიდეტი  „პოსტს“ აქვეყნებს.

„პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები