ვინ დანთო მთავარი ოლიმპიური ცეცხლი პარიზში?!

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ულამაზეს წარმოდგენაზე ოლიმპიური ჩირაღდანი სუპერვარსკვლავთა შორის ხელიდან ხელში  გადადიოდა. ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობდნენ ზინედინ ზიდანი, ამელი მორესმო, კარლ ლუისი, სერენა უილიამსი, ნადია კომანესი.

რაც შეეხება მთავარ ოლიმპიურ ცეცხლს, ის  მარი-ჟოზი პერეკმა და ტედი რინერმა დაანთეს. მათ მიერ გაჩირაღდნებული საჰაერო ბურთი ოლიმპიადის მიმდინარეობისას პარიზის ცაზე იტრიალებს.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე 27 ივლისს გამოვლენ და ისინი იქნებიან: ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და მოცურვე ანა ნიჟარაძე.

მსგავსი თემები