ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა.  აღნიშნულთან დაკავშირებით, 2024 წლის 24 ივლისით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ.

ინფორმაციისთვის, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა.  2016-დან 2020 წლამდე ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრს პოსტს იკავებდა.

მსგავსი თემები