რუსეთში ნავთობის და გაზის საბადოს აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში, ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ საბადოზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია შვიდი ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაღუპული და დაშავებულები კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, დაშავდა ასევე საწარმოს ორი თანამშრომელი.

საგამოძიებო კომიტეტი საქმეს იძიებს სამრეწველო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით.

მსგავსი თემები