საფრანგეთში სარკინიგზო ქსელი დააზიანეს-სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეფერხებულია

საფრანგეთში ჩქაროსნული რკინიგზის ოპერატორი კომპანია SNCF აცხადებს, რომ სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ღამით ერთდროულად რამდენიმე მავნებლური აქტი განხორციელდა, მათ შორის რკინიგზის ხაზების გასწვრვივ ინსტალაციებისთვის ცეცხლის წაკიდების რამდენიმე შემთხვევა.

მათი ინფორმაციით, ვანდალური აქტები შეეხო იმ ხაზებს, რომლებიც პარიზს საფრანგეთის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, რამაც სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა – გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი, მატარებლების ნაწილი კი გადამისამართდა სხვა მიმართულებებით.

„ეს არის დიდი მასშტაბის თავდასხმა, რომლის მიზანია ქალაქთაშორისი სარკინიგზო ქსელის პარალიზება“- განაცხადა SNCF-ის წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს პრესს“.

 

 

 

მსგავსი თემები