Fitch-მა უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი შეამცირა

საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი დააქვეითა.

შესაბამისი რეიტინგი სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი “C”-დან “CC”-მდე დააქვეითა.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ კრედიტორებთან შეთანხმება ითვალისწინებს ვადების არსებითად შემცირებას, მათ შორის ძირითადი თანხისა და პროცენტების შემცირებას, ასევე დაფარვის ვადების გახანგრძლივებას.

სააგენტო ელის, რომ უკრაინა არ მოემსახურება თავის საგარეო კომერციულ ვალს, მათ შორის 2026 წლის ევროობლიგაციების კუპონს, რომლის გადახდაც 1-ელ აგვისტოს უწევს, სანამ ობლიგაციების მფლობელებთან რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება საბოლოოდ არ იქნება დასრულებული.

 

მსგავსი თემები