“არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჩინეთმა ურყევად დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კულებამ ჩინელ კოლეგასთამ, ვან ისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კულებას განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეთანხმება, რომ საჭიროა არა მშვიდობის ილუზია, არამედ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.

„ჩინეთმა ურყევად დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აუქმებს მთელ რიგ ინსინუაციებს. ჩემმა ჩინელმა კოლეგამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეთანხმება, რომ ჩვენ გვჭირდება არა მშვიდობის ილუზია, არამედ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. ჩვენ არ უნდა ვეძიოთ რამე დროებითი გამოსავალი“, – განაცხადა კულებამ.

უკრიანელი დიპლომატის განცხადებით, მან ჩინელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „მშვიდობის ფორმულაზე“, მშვიდობის სამიტზე, უკრიანის შემდგომ ნაბიჯებზე. როგორც კულებამ განაცხადა, აუცილებელია დაცული იყოს ორი პრინციპი: არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. მხოლოდ ამ ორი პრინციპის შესრულებით შეუძლია უკრაინას მოლაპარაკებების გამართვა.

„მე ისტორიის, დღევანდელი მოვლენების მაგალითზე ავუხსენი, რომ უკრაინა პუტინის არცერთი ულტიმატუმის, პუტინის არცერთი საშინელი სამხედრო დარტყმის წინაშე არ მოდრეკილა. და უკრაინა არასდროს, არცერთი სანტიმეტრით მოიდრიკება, თუ ვინმე მსოფლიოში, განურჩევლად იმისა, მსოფლიოს რომელ ნაწილშია, ეცდება ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს… მე ხაზი გავუსვი ორ პრინციპს, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. პირველი – არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე; მეორე, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. თუ ეს ორი პრინციპი იქნება დაცული, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მოლაპარაკებების გამართვა და ნებისმიერი გადაწყვეტილებების განხილვა“, – განაცხადა კულებამ.

 

მსგავსი თემები