„ტყვია შუბლში“- პროფესორი აცხადებს, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე, ამტკიცებს რომ მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. ამასთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში წერს და შს სამინისტროს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. პროფესორი ამბობს, რომ პირად შეტყობინებაში სხვა მამაკაცი ტყვიის დახლით ემუქრებოდა.

ქუთათელაძემ გააზიარა სკრინი, რომელშიც „ფეისბუკის“ მომხმარებელი კახა ირემაძე იარაღის ფოტოს აქვეყნებს და პროფესორის მისამართით წერს: „ტყვია შუბლში“.

„გთხოვთ, დაუყონებლივ გამოიძიოთ ეს მუქარა და დაიბაროთ Kaxa Iremadze გამოკითხვაზე.
ეს არის სიცოცხლის მოსპობის ღია მუქარა და სიძულვილით ჩადენილი დანშაულის ნიშნები“ – წერს ქუთათელაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები