„მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას“- ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩ “ამერიკის ხმისთცვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ სერიოზულად უნდა გადახედოს ზოგიერთ კანონმდებლობას.

„თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.

მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.

ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ” – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები