გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება უკანონოდ ცნო

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება და იქ გაშენებული დასახლებები უკანონოდ ცნო.

დადგენილებაში მოთხოვნილია, რომ ისრაელმა ტერიტორია რაც შეიძლება მალე დატოვოს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გარკვეული წონა აქვს და ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შესუსტება შეუძლია.

„ისრაელის დასახლებები დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, ასევე მასთან ასოცირებული რეჟიმი შეიქმნა და ნარჩუნდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით“, – ნათქვამია 15 მოსამართლისგან შემდგარი პანელის დადგენილებაში.

ისრაელის მიმართ ვალდებულება მოიცავს ზარალის ანაზღაურებასა და ამ დასახლებებიდან იქ მცხოვრებთა ევაკუაციას. სასამართლოს დადგენილებას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას „ფუნდამენტურად მცდარი“ და ცალმხრივი უწოდა.

მსგავსი თემები