განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარაზე. ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. ნაპირზეა ნაპოვნი მოზარდის ტანსაცმელიც.

მსგავსი თემები