18-20 ივლისს ჩინეთს კანადის საგარეო მინისტრი მელანი ჯოლი სტუმრობს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – ვანგ იის მიწვევით, 18-20 ივლისს, ჩინეთს კანადის საგარეო მინისტრი მელანი ჯოლი სტუმრობს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან და „ქამარი და გზის“ (BRI) თანამშრომლობასთან დაკავშირებით,  განცხადებები გაკეთდა.

როგორც პრეს სპიკერმა ლინ ჯიანმა აღნიშნა,  „ქამარი და გზის“ განვითარებისა და გაძლიერებისთვის  ჩინეთი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში.

„ჩვენ ერთად შევძელით BRI-ს აყვავება და მიწოდება ქვეყნებისთვის მთელს მსოფლიოში, რაც BRI-ს საერთაშორისოდ მისასალმებელია.  ეს არის საზოგადოებრივი სიკეთისა და თანამშრომლობის პლატფორმ,  რომელშიც გამოსახულია ღიაობა, ინკლუზიურობა, ორმხრივი სარგებელი და მომგებიანი თანამშრომლობა. ჩინეთმა ხელი მოაწერა BRI თანამშრომლობის დოკუმენტებს 150-ზე მეტ ქვეყანასთან და 30-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. გასულ წელს, ჩინეთის ვაჭრობამ პარტნიორ ქვეყნებთან მიაღწია 19,5 ტრილიონ RMB-ს. ეს  2,8 პროცენტით მეტია, რაც შეადგენს მთლიანი იმპორტისა და ექსპორტის მოცულობის 46,6 პროცენტს. ეს არის ახალი რეკორდი“ – აღნიშნა ლინ ჯიანმა.

მან ჩინეთის გახსნილობასა და ღაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ თანამშრომლობა არის საერთო მომავლისთვის აუცილებელი.

„ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ყველა მხარესთან და მხარი დაუჭიროს ერთმანეთს ინფრასტრუქტურის „მყარი კავშირის“ გაღრმავებაში, წესებისა და სტანდარტების „რბილი კავშირის“ განახლებასა და ხალხთა შორის კავშირის გაღრმავებაში მეტი გაცვლისა და ურთიერთსწავლის გზით. „ქამარი და გზის“ არის ყველა ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, რომ   ავაშენოთ ღია, ინკლუზიური და ურთიერთდაკავშირებული სამყარო საერთო განვითარებისთვის“ დასძინა მან.

 

მსგავსი თემები