გერმანია 2025 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაანახევრებს

გერმანია 2025 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაანახევრებს. „როიტერის“ მიერ მოპოვებული გერმანიის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წელს უკრაინისთვის დახმარება დაახლოებით 8 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 4 მილიარდი ევრო იქნება.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება შემცირდება, გერმანია შეასრულებს ნატო-ს მიზანს და 2025 წელს მშპ-ის 2 პროცენტს დახარჯავს თავდაცვაზე, რაც 75,3 მილიარდ ევროს შეადგენს.

მსგავსი თემები