,,ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც იცავს ქართულ ინტერესს, ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს” – კახა კალაძე

თბილისის მერი, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება” არის ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს.

,,ქართული ოცნება” არის ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს ყველა მონაცემებით, მათი კვლევებითაც კარგად ჩანს.

ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც იცავს ქართულ ინტერესს, ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. საზოგადოება აკეთებს ანალიზს, თუ რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით, ვინ გვიტევს, საიდან მოდის ზეწოლა, შანტაჟი და მუქარები”, – აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი თემები