,,როტაციული თავმჯდომარე არანაირ როლს არ ასრულებს EU-ს წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე” – მიშელის პასუხი ორბანს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ევროკავშირის მანდატი უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

,,საბჭოს როტაციული თავმჯდომარე არანაირ როლს არ თამაშობს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია ევროსაბჭოს მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით”, – წერს მიშელი ორბანს წერილში.

მიშელმა, ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე უარყო ორბანის მტკიცება, რომ ევროკავშირი უკრაინაში ,,ომის მომხრე” პოლიტიკას ატარებდა.

,,ეს სრულიად საპირისპიროა. რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას”, – წერს მიშელი.

მსგავსი თემები