„მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე“- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს. ბაიდენის განცხადებით, კომენტარები მისი ასაკის შესახებ ლეგიტიმურია, მაგრამ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სამი წლით უფროსია კონკურენტ დონალდ ტრამპზე.

„მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე – ეს ერთი და მეორე, ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ხანგრძლივი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მესმის, მესმის, რატომ ამბობს ხალხი: “ღმერთო, ის 81 წლისაა. უფ! როგორი იქნება ის, როცა 83 წლის იქნება, ან 84 წლის?” – ეს ლეგიტიმური კითხვაა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი თემები