გიორგი მიქაუტაძე EURO 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა დრამატულ შეხვედრაში ინგლისი 2:1 დაამარცხა. „ფურია როხა“ ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა (1964, 2008, 2012, 2024), რაც ევროპულ ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგია.

UEFA-ს გადაწყვეტილებით, ევრო 2024-ის ოქროს ბუცს თანაბარი გოლების რაოდენობის შემთხვევაში ყველა მოთამაშე მიიღებდა. ოქროს ბუცის მფლობელები შემდეგი მოთამაშეები გახდნენ: კოდი გაკპო, ჰარი კეინი, გიორგი მიქაუტაძე, ჯამალ მუსიალა, დანი ოლმო, ივან შრანცი. აქამდე ცნობილი იყო, რომ თანაბარი გოლების შემთხვევაში მნიშვნელობა საგოლე პასებს მიენიჭებოდა, თუმცა UEFA-ს ახალი წესის მიხედვით საგოლე გადაცემებს მნიშვნელობა აღარ აქვს.

გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიტანა. მან თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეუგდო.

მსგავსი თემები