უეფა-მ წესები შეცვალა – გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის” მოგების შანსი კვლავ აქვს

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში “ოქროს ბუცის” გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა. დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა. ამის შესახებ, ინფორმაციას უეფა ავრცელებს. ახალი წესების მიხედვით, კი ტურნირის ბომბარდირი და “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს.

ამრიგად, ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შანსი გიორგი მიქაუტაძეს კიდევ აქვს, რომელსაც დანი ოლმოსთან, კოდი გაკპოსთან, ჰარი კეინთან, ჯამალ მუსიალთან და სლოვაკ ივან შრანცთან ერთად 3 გოლი აქვს შეგდებული.

მსგავსი თემები