საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია და პარლამენტს სწორედ მას წარუდგენს. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გაბიტაშვილმა 11 ხმა მიიღო.

ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ. სამივე კანდიდატი საბოლოო კენჭისყრისთვის გუშინ შეირჩა.

გიორგი გაბიტაშვილი ამჟამად გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.

მსგავსი თემები