„ჩინეთის პოზიცია ნატოს მიმართ თანმიმდევრულია“ –  ჩინეთის პოზიცია ნატოს სამიტზე

ვაშინგტონში ნატოს სამიტთან დაკავშირებით ოფიციალური ჩინეთი მოკლე შეფასებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მსოფლიოში მშვიდობას არ ემსახურება. აღნიშნული განცხადება, მთავრობის სახელით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა გააკეთა.

„ჩინეთის პოზიცია ნატოს მიმართ თანმიმდევრულია. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნატოს მოქმედების მიღმა, როგორც რეგიონული თავდაცვითი ალიანსის დახასიათებას, აზია-წყნარ ოკეანეში ჩასვლას დაპირისპირებისა და მეტოქეობის გასაღვივებლად და ამ რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის ჩაშლის მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ ნატოს რეალური წვლილი შეიტანოს მსოფლიო მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში“ – აღნიშნა ლინ ჯიანმა.

მსგავსი თემები