ნიდერლანდები 20 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის თავდასხმის FPV დრონების მისაწოდებლად

ნიდერლანდები ახალი კოალიციის ერთობლივ ფონდს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს უკრაინისთვის დრონების შესაძენად. დახმარების მიზანია კიევს მიაწოდონ FPV-თავდასხმის დრონები.

,,უკრაინას დრონების დეფიციტი აქვს, რუსეთს არა. დეფიციტის შესამსუბუქებლად, ლატვიამ და უკრაინამ ამ წლის დასაწყისში ჩამოაყალიბეს დრონების კოალიცია, რომელსაც შეუერთდა ნიდერლანდები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თებერვალში მოეწერა ხელი. კოალიციის მიზანია, წელს უკრაინაში 1 მილიონი დრონი გადაიტანოს და მოგვიანებით გააფართოვოს მიწოდება სხვა ტიპებზე, როგორიცაა სადაზვერვო”, – ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

265-ზე მეტი კომპანია შეთანხმდა დრონების მიწოდებაზე, მათ შორის ცხრა ნიდერლანდებიდან.

მსგავსი თემები